ტროპიკული ქარიშხალი ჰავაიზე - 180 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
ტროპიკულ ქარიშხალ „ლალას“ გამო ჰავაიზე 180 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ჰავაის გუბერნატორმა ჯოშ გრინმა აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად მინიმუმ 100 სახლი დაზიანდა.
შტატის ოფიციალური პირების განცხადებით, ოაჰუში, ყველაზე დასახლებულ კუნძულზე, ელექტროენერგია დაახლოებით 220 000 აბონენტს გაეთიშა, მოგვიანებით კი მისი მიწოდება კუნძულის ნაწილზე აღდგა.
მედიის ცნობით, ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და წვიმამ გზები დატბორა.
შტატის ოფიციალურმა პირებმა, ასევე, მოუწოდეს მცხოვრებლებს, დარჩნენ სახლში მას შემდეგ, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
ოფიციალური პირების თქმით, თავშესაფრებში დაახლოებით 117 ადამიანი იმყოფებოდა.
ჰავაის ტრანსპორტის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ უკვე ყველა აეროპორტი გაიხსნა, მაგრამ შტატის ოფიციალურმა პირებმა მოგზაურებს ურჩიეს, განახლებული ინფორმაცია ავიაკომპანიებთან გადაამოწმონ.