1761592549
უცხოეთი
ტრამპთან შეხვედრა ახალ წლამდე? პუტინი შესაძლო თარიღებს ასახელებს
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის სავარაუდო თარიღი უცნობია, თუმცა შეხვედრისთვის მზადყოფნა არსებობ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.
„ჯერჯერობით კონკრეტული თარიღები უცნობია, თუმცა შეხვედრის ჩასატარებლად მზადყოფნა არსებობს, თუ ექსპერტების მიერ მისი წინასწარ მომზადება მოხდება“, - აცხადებს უშაკოვი.
კითხვაზე, შესაძლებელი იქნება თუ არა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა ახალ წლამდე ჩატარდეს, მან მკაფიო პასუხი არ გასცა.
„არ ვიცი, არ ვიცი. გახსოვთ რა სწრაფად შევთანხმდით ანკორიჯში შეხვედრის ჩატარების შესახებ“, - აღნიშნა უშაკოვმა.