Loading data...
ტრამპს ირანზე ძლიერი და სწრაფი დარტყმა სურდა, მაგრამ მრჩევლებმა გარანტია ვერ მისცეს, რომ ამის შემდეგ იქ რეჟიმი დაემხობა

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ირანზე ძლიერი და სწრაფი დარტყმა სურდა, მაგრამ მისმა მრჩევლებმა გარანტია ვერ მისცეს, რომ ამის შემდეგ ირანის რეჟიმი დაემხობა. როგორც ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებს უთხრა, მას რეგიონში გრძელვადიანი ომის პროვოცირება არ სურს. ამის შესახებ NBC News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

„თუ ის რამე გადაწყვეტილებას მიიღებს, სურს, რომ ის საბოლოო იყოს“, - განუცხადა ტელეკომპანიას ერთ-ერთმა წყარომ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ აშშ-ს რეგიონში რესურსები არ ეყოფა, რათა ირანის საპასუხო დარტყმისგან თავი დაიცვას, რომელიც აუცილებლად განხორციელდება.

გამოცემის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამის გამო დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, ვარიანტი „ბ“-ც განიხილოს, ანუ საუბარია უფრო შეზღუდული მასშტაბის სამხედრო ოპერაციაზე ირანის წინააღმდეგ. NBC News იუწყება, რომ სიტუაცია სწრაფად იცვლება და ტრამპის მხრიდან ესკალაციის შესაძლებლობის ვარიანტიც საბოლოოდ გაუქმებული არ არის.