1763807130
უცხოეთი
ტრამპმა უკრაინის სამშვიდობო გეგმის საკითხზე ახალი სპეცწარმომადგენელი დანიშნა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის სამშვიდობო გეგმის საკითხზე თავის სპეცწარმომადგენლად დენ დრისკოლი დანიშნა. ამის შესახებ The Guardian იუწყება.
გამოცემის ცნობით, მომავალ კვირას მოსკოვში ამერიკელ გენერალთა ჯგუფი ჩავა და კრემლის წარმომადგენლებთან სამშვიდობო გეგმის დეტალებს განიხილავს.
ამავე წყაროს ცნობით, დენ დრისკოლი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის კლასელი და ახლო მეგობარია.
მანამდე ცნობილი გახდა აშშ-ის 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესახებ, რომელიც შეერთებული შტატების და რუსეთის წარმომადგენლებმა შეათანხმეს. სამშვიდობო გეგმა უკრაინის ტერიტორიებს, უსაფრთხოებას, ეკონომიკას და სხვა საკითხებს ეხება.