Loading data...
ტრამპმა უარყო ინფორმაცია, რომ აშშ-მა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებს, თუმცა უნდა დარწმუნდეს, რომ მათ თავად ექნებათ საკმარისი რაოდენობის იარაღი. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ტრამპს ჰკითხეს, თუ რატომ შეაჩერა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რაზეც მან უპასუხა: „არ შეგვიჩერებია“.

„ჩვენ ვაწვდით იარაღს, მაგრამ უკვე მივაწოდეთ დიდი რაოდენობით იარაღი და ვაგრძელებთ იარაღის მიწოდებას, ვთანამშრომლობთ მათთან და ვცდილობთ, დავეხმაროთ მათ. თუმცა, ჩვენ ის არ შეგვიჩერებია“, - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა, რომ მან „მთელი ქვეყანა გაანადგურა, მათთვის იარაღის მიწოდებით“.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საკმარისი გვაქვს საკუთარი თავისთვის“, - დაასკვნა ტრამპმა.