Loading data...
ტრამპმა თეთრი სახლის წინ UFC-ის ბრძოლა დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თეთრი სახლის წინ მდებარე გაზონზე შერეული ორთაბრძოლების, UFC-ის ბრძოლა ჩატარდება. ამის შესახებ Nexta live იუწყება.

„ჩვენ თეთრი სახლის ტერიტორიაზე UFC-ის ბრძოლას გავმართავთ. ძალიან ბევრი ადგილი გვაქვს ამისთვის“, - განაცხადა ტრამპმა აიოვას შტატში სიტყვით გამოსვლისას.

მან ბრძოლის თარიღი და მისი მონაწილეები არ დაასახელა, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს იქნება „ჩემპიონის ტიტულისთვის სრულფასოვანი ბრძოლა“. ტრამპის აზრით, ამ ბრძოლას დაახლოებით 20-25 ათასი მაყურებელი დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ UFC-ის დღეს ორი ქართველი ჩემპიონი ჰყავს. ამ ტიტულს ორჯერ, სხვადასხვა წონით კატეგორიაში დაეუფლა ილია თოფურია და ასევე, ჩემპიონის ტიტულს ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ფლობს.