Loading data...
ტრამპმა ტაკერ კარლსონი მოძრაობა MAGA-დან გარიცხა ირანზე აშშ-ის დარტყმების კრიტიკის შემდეგ

„ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი მოძრობა MAGA (Make America Great Again) პრინციპებს ჩამოშორდა და მისი წევრი აღარ არის“. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ABC News-ს განუცხადა. ინფორმაციას thehill.com ავრცელებს.

„ტაკერი ამ გზას ასცდა. მე უკვე დიდი ხანია ვიცი, რომ ის MAGA-სთან ერთად არ არის“, - განაცხადა ტრამპმა.

ირანის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის სამხედრო კამპანიის დაწყების შემდეგ ტრამპის ეს გადაწყვეტილება მისმა ყოფილმა მოკავშირეებმა, ჟურნალისტებმა ტაკერ კარლსონმა და მეგან კელიმ, ასევე კონგრესის ყოფილმა წევრმა მარჯორი ტეილორ-გრინმა გააკრიტიკეს.