Loading data...
ტრამპმა Sky News-თან საუბრისას განაცხადა, რომ სტარმერმა მეფე ჩარლზის მსგავსად მოქცევა უნდა ისწავლოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Sky News-ს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ არ იცის, დაეხმარება თუ არა მეფე ჩარლზის სახელმწიფო ვიზიტი პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში.

„ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩვენი ურთიერთობა ძალიან კარგია, მაგრამ იცი, ეს სხვა პიროვნებაა. ამას გავარკვევთ. მაგრამ მე ძალიან მომწონს კირ სტარმერი, თუმცა, ვფიქრობ, რომ მან ტრაგიკული შეცდომა დაუშვა იმიგრაციასთან და ენერგეტიკასთან დაკავშირებით“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

ტრამპმა მეფე ჩარლზს „ფანტასტიკური“ პიროვნება უწოდა და აშშ-ის კონგრესში მისი სიტყვით გამოსვლა დადებითად შეაფასა. 

„ვფიქრობ, ის ფანტასტიკური იყო. ეს იყო ბრწყინვალე გამოსვლა. ის ლამაზად იყო წარმოთქმული, იმ ულამაზესი აქცენტით, რომელიც მას აქვს. მან ოვაციები დაიმსახურა და ვფიქრობ, ეს ყველა ასპექტით ფანტასტიკური იყო“, - განაცხადა ტრამპმა.

„ის თქვენი პრემიერ-მინისტრისგან სრულიად განსხვავებული ადამიანია. თქვენმა პრემიერ-მინისტრმა უნდა ისწავლოს ისე მოქცევა, როგორც ის [ჩარლზი] იქცევა და ამას ბევრად უკეთესად გააკეთებს“, - დასძინა მან.