Loading data...
ტრამპმა პირველად იმგზავრა თვითმფრინავით, რომელიც მას კატარმა აჩუქა - „მსგავსი ფუფუნება აქამდე არასდროს არავის უნახავს“

1-ელ ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველად გამოიყენა თავისი ახალი საპრეზიდენტო თვითმფრინავი, რომელიც მან კატარისგან საჩუქრად მიიღო. ინფორმაციას USA Toda ავრცელებს. 

თეთრი სახლის ლიდერი აღნიშნული თვითმფრინავით, ჩრდილოეთ დაკოტის შტატში, ქალაქ მედორაში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილი აქვს თეოდორ რუზველტის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დათვალიერება და სიტყვით გამოსვლა.

„აღფრთოვანებული ვარ. მსგავსი რამ ჯერ არავის უნახავს,“ — განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც უცხოური მედია წერს, თვითმფრინავის შეერთებული შტატებისთვის გადაცემა უცხო ქვეყნის უპრეცედენტო შემოწირულება იყო, რომელიც 400 მილიონ დოლარს შეადგენს. 

აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავს მნიშვნელოვანი დამატებითი სამუშაოები დასჭირდა უსაფრთხოების სტანდარტებთან და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. 

ინფორმაციისთვის, დონალდ ტრამპმა 2025 წელს განაცხადა, რომ ის სულელი იქნებოდა, უარი ეთქვა 400 მილიონი დოლარის ღირებულების „ბოინგ 747“-ზე, რომელიც მას კატარმა აჩუქა.