Loading data...
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეს „ტრამპის სრუტე“ უწოდა - „უნდა გახსნან ტრამპის სრუტე“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამი-ბიჩში, FII Priority Summit-ზე სიტყვით გამოსვლისას ჰორმუზის სრუტეს „ტრამპის სრუტე“ უწოდა. 

„მათ ეს უნდა გახსნან, მათ უნდა გახსნან ტრამპის სრუტე. ვგულისხმობ, ჰორმუზის სრუტეს. ბოდიშს გიხდით, ძალიან ვწუხვარ. საშინელი შეცდომაა. ყალბი ამბები იტყვის: „შემთხვევით თქვა“. არა, ჩემთან შემთხვევები არ არის. არც ისე ბევრი“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ირანი მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

„ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, რაც ორი დღის შემდეგ აღიარეს და თავიანთი არასწორი განცხადების გამოსასწორებლად, განაცხადეს, რომ ნავთობით დატვირთულ რვა გემს გამოგიგზავნით“, – აცხადებს ტრამპი.