1753645171
უცხოეთი
ტრამპმა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლაში „ჰამასი“ დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლაში „ჰამასი“ დაადანაშაულა.
„მათ [ ჰამასს] რამდენიმე დღის წინ ჩვეულებრივი მოლაპარაკებები ჰქონდათ და უცებ გაამკაცრეს პოზიცია“, - აღნიშნა ტრამპმა.
პრეზიდენტმა გააკრიტიკა „ჰამასი“ მოლაპარაკებებში მძევლების, როგორც ბერკეტის გამოყენების გამო და აღნიშნა რომ დაჯგუფებას არ სურს დარჩენილი ტყვეების დაბრუნება, რადგან ამ შემთხვევაში ეს დაჯგუფების „დასასრული“ იქნება.
„მე ვთქვი, რომ როდესაც გარკვეულ რიცხვამდე დაიყვან მძევლებს, „ჰამასთან“ შეთანხმების დადებას ვერ შეძლებ, რადგან როგორც კი ისინი მძევლებს დათმობენ, მაშინ იგრძნობენ, რომ ეს მათი დასასრული იქნება. მათ არ სურთ მათი დაბრუნება“, - დასძინა ტრამპმა.