1779479486
უცხოეთი
ტრამპმა განაცხადა, რომ სამთავრობო საქმეების გამო, ის არ დაესწრება მისი უფროსი ვაჟის, დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ დაესწრება მისი უფროსი ვაჟის, დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილს, რადგან მას სამთავრობო საქმეების გამო ვაშინგტონში დარჩენა უწევს.
„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა ვყოფილიყავი ჩემს შვილთან, დონ უმცროსთან და ტრამპების ოჯახის უახლეს წევრთან, მის მომავალ მეუღლესთან, ბეტინასთან ერთად, მთავრობასთან დაკავშირებული გარემოებები და ჩემი სიყვარული ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ამის საშუალებას არ მაძლევს. მიმაჩნია, რომ ამ მნიშვნელოვან პერიოდში ჩემი ვაშინგტონში, თეთრ სახლში დარჩენა აუცილებელია. ვულოცავ დონს და ბეტინას!“ - წერს ტრამპი Truth Social-ზე.