ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ამჟამად პრიორიტეტი ირანია და არა უკრაინა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისთვის ამჟამად პრიორიტეტი ირანია, და არა უკრაინა. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
სამშვიდობო მოლაპარაკების თაობაზე შეკითხვაზე ტრამპმა კონკრეტული პასუხი არ გასცა.
„მე მსურს რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ. უკრაინაში ბევრი ხალხი იხოცება. ვნახოთ, რა იქნება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ახლა ჩვენი ყურადღება ირანისკენ არის მიმართული, ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ ამბის დასრულებას“, - განაცხადა მან.
ტრამპის თქმით, ირანთან შეთანხმება შესაძლებელი იქნება, თუ მას არ ექნება ბირთვული იარაღი. ის ასევე ამბობს, რომ საფონდო ბაზარი კარგ მდგომარეობაშია, ხოლო ნავთობი ნელ-ნელა იაფდება, ეს პოზიტიური სიგნალებია.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-მა უკვე აცნობა ევროპელ მოკავშირეებს, რომ ირანში სამხედრო კამპანიის შედეგად საკუთარი მარაგების ამოწურვის გამო ევროპელებისთვის იარაღის მიწოდება დაყოვნდება. განსაკუთრებით სერიოზული დეფიციტი იგრძნობა Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებში, რომლებიც უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.