Loading data...
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმება კვლავ ძალაშია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანული და ამერიკული საესკადრო ნაღმოსნებს შორის ჰორმუზის სრუტეში მომხდარი შეტაკებების მიუხედავად, ირანთან სამშვიდობო შეთანხმება კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ BBC იუწყება.

აშშ-მა მანამდე განაცხადა, რომ ირანმა რაკეტები, დრონები და მცირე ზომის კატარღები გამოიყენა სამი ამერიკული ხომალდის წინააღმდეგ და ამას „არაპროვოცირებული თავდასხმა“ უწოდა.

ირანის სამხედრო მეთაურობამ კი აშშ იმაში დაადანაშაულა, რომ მათ ნავთობის ტანკერზე და კიდევ ერთ გემზე იერიში განახორციელეს, ასევე ირანის ზღვისპირა რეგიონებზე საჰაერო იერიშები დაფიქსირდა.

ამჟამად სპარსეთის ყურეში სამი ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი იმყოფება. ამის მიუხედავად, ჰორმუზის სრუტის გავლით სამოქალაქო გემების ტრანსპორტირების ოპერაცია ჯერ არ დაწყებულა.