ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაუწყო. შესაბამისი ვიდეო ტრამპმა Truth Social-ში გამოაქვეყნა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
ტრამპმა ირანი სისხლისღვრის მასშტაბურ კამპანიაში და მკვლელობებში დაადანაშაულა, რაც აშშ-ის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ არის მიმართული.
„ჩვენი მიზანია ამერიკელი ხალხის დაცვა, ირანის რეჟიმის მხრიდან უშუალო საფრთხის განეიტრალება. ეს არის საშინელი ხალხის ჯგუფი. მათი საქმიანობა უშუალო საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ბაზებს საზღვარგარეთ და ჩვენს მოკავშირეებს მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მან ასევე დაამატა, რომ თეირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.
„ჩვენ მათ რაკეტებს გავანადგურებთ და მათ სარაკეტო მრეწველობას მიწასთან გავასწორებთ. ის მთლიანად იქნება განადგურებული“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
როგორც 28 თებერვალს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, ისრაელის ძალებმა ირანზე პრევენციული დარტყმები დაიწყეს.
კაცის თქმით, მან ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგანაც ირანიდან საპასუხო დარტყმების საფრთხე არსებობს.