1761944226
უცხოეთი
ტრამპმა დაასახელა პირობა, რომლის მიხედვითაც ფენტანილთან დაკავშირებულ ჩინურ საქონელზე ტარიფებს გააუქმებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის გააუქმებს ფენტანილთან დაკავშირებულ ჩინურ საქონელზე ყველა ტარიფს, თუ პეკინი გააძლიერებს კონტროლს ამ ნარკოტიკის ექსპორტზე და მის დასამზადებლად გამოყენებულ ქიმიკატებზე. ამის შესახებ მან Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებს განუცხადა.
ტრამპის თქმით, მან ეს საკითხი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან სამხრეთ კორეაში გამართული სამიტის დროს განიხილა.
„ჩინეთი ძალიან ბევრს მუშაობს და მე ნამდვილად მჯერა, რომ ისინი მოტივირებულები არიან“, - განაცხადა მან.
შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს იგი შეთანხმდა ფენტანილზე 20%-იანი ტარიფის განახევრებაზე.
„როგორც კი ამას ვნახავთ, დანარჩენ 10%-ს გავაუქმებთ“, - აღნიშნა ტრამპმა.