Loading data...
ტრამპმა დაადასტურა, რომ პუტინი „მშვიდობის საბჭოში“ გასაწევრიანებლად მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „მშვიდობის საბჭოში“ გასაწევრიანებლად მიიწვია, რომელიც გლობალური კონფლიქტების მოგვარებას ისახავს მიზნად.

„ის მოწვეულია“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი დასავლეთის მიერ დიდწილად დიპლომატიურად იზოლირებულია.

„მშვიდობის საბჭო“, რომელიც ღაზას სექტორისთვის ზედამხედველობის ორგანოს როლს შეასრულებს და რომელსაც ტრამპი უხელმძღვანელებს, ძირითადად მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურებისგან დაკომპლექტდება. მიწვეულნი არიან ლიდერები ახლო აღმოსავლეთიდან და მთელი მსოფლიოდან.

საბჭოს უვადო თავმჯდომარე ტრამპი იქნება. თავდაპირველად საბჭო ღაზას სექტორის კონფლიქტის მოგვარებაზე იმუშავებს, შემდეგ კი სხვა კონფლიქტების გადაჭრასაც შეუდგება. 

სახელმწიფოების წევრობა სამწლიანი ვადით იქნება შეზღუდული, თუ თითოეული 1 მილიარდ დოლარს არ გადაიხდის საბჭოს საქმიანობის დასაფინანსებლად და მუდმივი წევრობის მოსაპოვებლად.

დიპლომატები შიშობენ, რომ გეგმამ შესაძლოა, გაეროს მუშაობას ზიანი მიაყენოს.