ტრამპმა აშშ-ში სირიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს ჩასვლა აუკრძალა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფართოვა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებს სრულად ან ნაწილობრივ შეერთებულ შტატებში ჩასვლა აეკრძალათ. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ ახალი შეზღუდვები 20 ქვეყანასა და ტერიტორიას შეეხება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
შეზღუდვები ძალაში 2026 წლის 1-ლი იანვრიდან შედის ძალაში, აშშ-ში სრულად აეკრძალათ ჩასვლა ბურკინა-ფასოს, ლაოსის, მალის, ნიგერის, სირიის, სიერა-ლეონეს და სამხრეთ სუდანის მოქალაქეებს. ასევე აშშ-ში ვერ ჩავლენ პალესტინის ნაციონალური ადმინისტრაციის მიერ გაცემული საბუთების მქონე პირები.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაწილობრივ ეკრძალებათ ჩასვლა ანგოლის, ანტიგუა და ბარბუდას, ბენინის, გაბონის, გამბიის, დომინიკელთა რესპუბლიკის, ზამბიის, ზიმბაბვეს, კოტ-დ-ივუარის, მალავის, მავრიტანიის, ნიგერიის, სენეგალის, ტანზანიის და ტონგას მოქალაქეებს.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ ქვეყნებს აქვთ უსაფრთხოების და ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები.
თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ 2025 წელს ტრამპმა კვლავ შეზღუდვები დააწესა აშშ-ში 19 ქვეყნის მოქალაქის ჩასვლაზე. შტატებში ჩასვლაზე სრული აკრძალვა დაუწესდა ავღანეთის, ჰაიტის, ირანის, იემენის, ლიბიის, მიანმარის, სომალის, სუდანის, კონგოს რესპუბლიკის, ჩადის, ეკვატორული გვინეის და ერითრეის მოქალაქეებს. ასევე 7 ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის ვენესუელას და თურქმენეთს, ამერიკაში შესვლაზე ნაწილობრივი აკრძალვა დაუწესდათ.