Loading data...
ტრამპმა აშშ-ის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა პემ ბონდი აშშ-ის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას თავად ტრამპი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

ტრამპმა განაცხადა, რომ ბონდი ამერიკელი პატრიოტია, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ერთგულად მსახურობდა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე“.

„პემ ბონდი დიდი ამერიკელი პატრიოტი და ერთგული მეგობარია, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთგულად მსახურობდა ჩემს გენერალურ პროკურორად. პემმა უდიდესი სამუშაო გასწია ჩვენს ქვეყანაში დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრი რეაგირებით, რის შედეგადაც მკვლელობები 1900 წლიდან ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

ჩვენ გვიყვარს პემი და ის კერძო სექტორში ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან ახალ თანამდებობაზე გადავა, რომლის უახლოეს მომავალში გამოცხადდება. ჩვენი გენერალური პროკურორის მოადგილე, ძალიან ნიჭიერი და პატივცემული იურისტი, ტოდ ბლანში, გენერალური პროკურორის მოვალეობას შეასრულებს“, – აცხადებს ტრამპი.