Loading data...
ტრამპმა აშშ-ის დაზვერვისგან არაერთი მოხსენება მიიღო, რომლებიც მიუთითებს, რომ ირანის რეჟიმის გავლენა 1979 წლის შემდეგ ყველაზე სუსტ წერტილშია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის დაზვერვის სამსახურისგან არაერთი მოხსენება მიიღო, რომლებიც მიუთითებს, რომ ისლამურ რესპუბლიკაში რეჟიმის გავლენა სუსტდება, იუწყება The Times of Israel-ი გამოცემა New York Times-ზე დაყრდნობით.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ „ირანის მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნა ყველაზე სუსტ წერტილშია მას შემდეგ, რაც შაჰი 1979 წლის რევოლუციის დროს დაამხეს“.

ანგარიში იმ დროს გამოქვეყნდა, როდესაც ტრამპი ირანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე ფიქრობს მას შემდეგ, რაც რეჟიმმა სასტიკად ჩაახშო საპროტესტო აქციები, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ და თანმხლები სამხედრო გემები რეგიონისკენ მიემართებიან აშშ-ის მიერ გაგზავნილ დამატებით ძალებთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია, რას გადაწყვეტს ტრამპი, ზოგიერთი მრჩეველი მას მოქმედებისკენ მოუწოდებს.

„მიზანი რეჟიმის დასრულებაა“, - განუცხადა Times-ს ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა, ტრამპის ახლო მოკავშირემ.

X-ზე გამოქვეყნებულ ცალკე პოსტში გრეჰემი ამბობს: „ისტორია გვეუბნება, რომ სწორი გადაწყვეტილებაა, გვერდში დავუდგეთ მათ, ვინც ამერიკის მხარეს დგას და ჩვენი საერთო საქმისთვის მსხვერპლს სწირავს. ისტორია ასევე გვეუბნება, რომ ბოროტებას არ უნდა შევეგუოთ - ის უნდა დავამარცხოთ“.