Loading data...
ტრამპმა ABC-ის ჯიმი კიმელის შოუს ეთერიდან მოიხსნა მიულოცა

ვულოცავ ABC-ს, რომ საბოლოოდ იპოვა გამბედაობა გაეკეთებინა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საღამოს შოუს წამყვანის, ჯიმი კიმელის გადაცემის ეთერიდან მოხსნას.

ტრამპმა განაცხადა, რომ ეს იყო „მშვენიერი ამბავი ამერიკისთვის“.

„რეიტინგებში პრობლემების მქონე ჯიმი კიმელის შოუ გაუქმდა. ვულოცავ ABC-ს, რომ საბოლოოდ იპოვა გამბედაობა გაეკეთებინა ის, რაც უნდა გაეკეთებინა“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ტრამპმა გააკრიტიკა ორი სხვა ღამის შოუს წამყვანიც – ჯიმი ფელონი და სეთ მაიერსი „ენბისი ნიუსიდან“ და აღნიშნა, რომ „მათი რეიტინგებიც საშინელია“.

ცნობისთვის, ტელეკომპანია ABC-მ საღამოს შოუს წამყვანი, ჯიმი კიმელი ჩარლი კირკის მკვლელობაზე გაკეთებული განცხადების გამო ეთერიდან მოხსნა.