ტრამპმა 25%-იანი ტარიფები დაუწესა ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ვაჭრობენ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 25%-იანი საბაჟო ტარიფები დაუწესა ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ვაჭრობას განაგრძობენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
შესაბამისი სტატუსი ტრამპმა Truth Social-ში გამოაქვეყნა.
„ამ მომენტიდან ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ბიზნესს აწარმოებს, აშშ-ში წარმოებულ ყველა საქმიან ოპერაციაზე 25%-ის გადასახადს გადაიხდის. ეს ბრძანებულება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ირანის ძირითადი სავაჭრო პარტნიორებია ინდოეთი, ჩინეთი და თურქეთი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დონალდ ტრამპი ასეთ მეთოდებს იყენებს: მანამდე მან ინდოეთის საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა, ვინაიდან ის რუსული ნავთობის შეძენას განაგრძობს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს, რათა ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეებს მხარი დაუჭიროს.
„სამხედროები სიტუაციას სწავლობენ და სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ“, - განაცხადა ტრამპმა. მან დაამატა, რომ ირანის ოპოზიციასთან კავშირში იმყოფება. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, „ძირითადი ვარიანტები დიპლომატიური მეთოდებია“.