Loading data...
ტრამპის თქმით, პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად მასთან შეხვედრას ელოდება

აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მასთან შეხვედრას ელოდება, რათა უკრაინის ომის მოგვარების საკითხი განიხილონ. ამის შესახებ ტრამპმა არიზონაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა

„მათ შორის საგარეო პოლიტიკა, გიჟური ომები - ერთ-ერთი საკითხები, რომელთა მოგვარებაც მსურს, თანაც სწრაფად. პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ სურს ჩემთან შეხვედრა რაც შეიძლება სწრაფად, ასე რომ, ჩვენ უნდა ველოდოთ ამას, მაგრამ უნდა დავასრულოთ ეს ომი. ეს ომი საშინელია იმით, რომ ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებიც იღუპებიან, იზრდება“, - განაცხადა ტრამპმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ეს ომი არასოდეს დაიწყებოდა.