ტრამპის თქმით, ისრაელსა და ლიბანს შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდება.
„ახლახან შესანიშნავი საუბარი მქონდა ლიბანის უაღრესად პატივცემულ პრეზიდენტ ჯოზეფ აუნთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბიბი ნეთანიაჰუსთან. ეს ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ ქვეყნებს შორის მშვიდობის მისაღწევად ისინი ოფიციალურად დაიწყებენ 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტას აღმოსავლეთის სტანდარტული დროით საღამოს 5 საათზე“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
მისი თქმით, 14 აპრილს ორი ქვეყნის წარმომადგენლები 34 წლის შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს.
„მე დავავალე ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსს და სახელმწიფო მდივან რუბიოს, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარესთან დენ რაზინ კეინთან ერთად იმუშაონ ისრაელთან და ლიბანთან ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ჩემთვის პატივი იყო მსოფლიოში 9 ომის მოგვარება და ეს მეათე იქნება, ასე რომ, მოდით, გავაკეთოთ ეს!“, - დასძინა ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს თეთრ სახლში იწვევს მოსალაპარაკებლად. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ტრამპმა აღნიშნა, 1983 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის.
„ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს და ლიბანის პრეზიდენტს ჯოზეფ აუნის თეთრ სახლში მოვიწვევ ისრაელსა და ლიბანს შორის პირველი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის 1983 წლის შემდეგ. ორივე მხარეს სურს მშვიდობა და მჯერა, ეს მოხდება“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.