Loading data...
ტრამპის თქმით, მან და სი ძინპინმა ტაივანის საკითხი „ძალიან დეტალურად“ განიხილეს: ახლა ყველაზე ნაკლებად რაც გვჭირდება, არის ომი 9,500 მილის დაშორებით

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა შეხვედრების დროს ტაივანის და აშშ-ის მიერ კუნძულისთვის იარაღის მიყიდვის საკითხები „ძალიან დეტალურად“ განიხილეს.

„სინამდვილეში, ჩვენ ძალიან დეტალურად განვიხილეთ ტაივანის საკითხი, იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებული მთელი საკითხი და მე მივიღებ გადაწყვეტილებებს, მაგრამ, იცით, ვფიქრობ, ახლა ყველაზე ნაკლებად რაც გვჭირდება, არის ომი 9,500 მილის დაშორებით“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე ჩინეთის დატოვებისას. 

კითხვაზე, დაიცავს თუ არა შეერთებული შტატები ტაივანს ჩინეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, ტრამპმა პირდაპირ პასუხის გაცემაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ სი ძინპინმა მას იგივე კითხვა დაუსვა.

„მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცის ეს, იცით, ვინ არის ის? მე, მე ვარ ერთადერთი ადამიანი“, - განაცხადა ტრამპმა.

„ეს კითხვა დღეს პრეზიდენტმა სი ძინპინმა დამისვა“, - დასძინა ტრამპმა და განმარტა, რომ სი ძინპინმა იკითხა, დაიცავს თუ არა შეერთებული შტატები ტაივანს. „მე ვუთხარი, რომ ამაზე არ ვსაუბრობ“, - აღნიშნა ამერიკელმა ლიდერმა.