1773470452
უცხოეთი
ტრამპის თქმით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირებას მალე დაიწყებენ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ მალე დაიწყებს გემების ესკორტირებას ჰორმუზის სრუტეში, რათა დაიცვას ისინი ირანის თავდასხმისგან.
როდესაც ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ როდის დაიწყებენ აშშ-ის საზღვაო ძალები ტანკერების ესკორტირებას ჰორმუზის სრუტეში, მან უპასუხა: „ეს მალე მოხდება“.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა აშშ-ისა და ისრაელის მიზნები ირანის ომში ცოტა განსხვავებული იყოს, საბრძოლო მოქმედებების დასრულების თვალსაზრისით, მან უპასუხა: „შეიძლება ისინი ცოტა განსხვავებულები იყოს, ვფიქრობ, ის ჩვენგან განსხვავებული ქვეყანაა“.