Loading data...
აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით ხომალდებს და საზღვაო ქვეითებს აგზავნის

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით საბრძოლო ხომალდებსა და საზღაო ქვეითებს აგზავნის. ეს გადაწყვეტილება ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გაძლიერებას უკავშირდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა აშშ-ის ცენტრალური მეთაურობის შესაბამისი განაცხადი დააკმაყოფილა. გეგმის მიხედვით, რეგიონში სადესანტო ჯგუფის და საექსპედიციო შენაერთის განთავსება იგეგმება. ასეთ შენაერთში, როგორც წესი, 5 ათასამდე საზღვაო ქვეითი და მეზღვაური, ასევე რამდენიმე საბრძოლო ხომალდი შედის.

როგორც The Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, იაპონიაში ბაზირებული სადესანტო ხომალდი USS Tripoli და მასზე მყოფი საზღვაო ქვეითები ახლა ახლო აღმოსავლეთში მიდიან. გამოცემის წყაროები ასევე იუწყებიან, რომ საზღვაო ქვეითების ნაწილი უკვე რეგიონში იმყოფება.

„ამ გადაწყვეტილების შემდეგ რეგიონში ამერიკული ძალების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია გაიმართება“, - წერს სააგენტო Associated Press. საექსპედიცოო ძალებს არა მარტო სადესანტო ოპერაციების ჩატარება შეუძლიათ, არამედ ისინი ჩართულები იქნებიან საელჩოების, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვაში და სხვადასხვა კატაკლიზმით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობა შეუძლიათ.

Axios წერს, რომ აშშ-ის ცენტრალური მეთაურობის ეს გადაწყვეტილება სწორედ „ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით“ იყო მიღებული. გამოცემის ცნობით, USS Tripoli-ს გარდა, ახლო აღმოსავლეთში სხვა ხომალდები, ასევე F35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებიც გაიგზავნება.