ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი ეგვიპტეში „ჰამასის“ ლიდერს შეხვდა - CNN
„აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი ეგვიპტეში „ჰამასის“ ახალ ლიდერს ხალილ ალ-ჰაიას შეხვდა“, – ინფორმაციას „სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე კუშნერი „ჰამასის“ ლიდერს მხოლოდ ერთხელ, წინა სამშვიდობო შეთანხმების განსახილველად შეხვდა.
შეთანხმება საფუძვლად დაედო ღაზას სექტორში ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას.
როგორც „სიენენი“ წერს, ჯარედ კუშნერი და მშვიდობის საბჭოს ხელმძღვანელი 17 აგვისტოს ისრაელში გაემგზავრებიან, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართავენ მოლაპარაკებებს.
ცნობისთვის, ივლისის ბოლოს თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მშვიდობის საბჭომ „ჰამასისა“ და ღაზას სექტორში მოქმედი ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრულ განიარაღებაზე „ისტორიულ შეთანხმებას“ მიაღწია.