1734937514
უცხოეთი
ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში „ჰამასს“ ემურება: გაათავისუფლეთ ჩვენი მძევლები, თუ სიცოცხლე გინდათ
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი მაიკ უოლცი აფრთხილებს ჰამასს“, რომ უნდა გაათავისუფლონ მძევლები, თუ სიცოცხლის შენარჩუნება უნდათ.
ტრამპის მთავარი თანაშემწე მიესალმება ისრაელის მიერ განხორციელებულ ოპერაციას, რომელმაც ერთდროულად ააფეთქა „ჰეზბოლას“ საკომუნიკაციო მოწყობილობები, რამაც გამოიწვია მისი ათასობით ოპერატორის განადგურება და დაშავება.
„მათ, ვინც ამერიკელებს მძევლად აიყვანს, შესაძლოა „ტყვია შუბლში მოხვდეს“. გაათავისუფლეთ ჩვენი მძევლები, თუ სიცოცხლე გინდათ“, - განაცხადა უოლცმა.
ტრამპის მთავარი თანაშემწე პირობას დებს, რომ ხელახლა დაასახელებს ჰუსიტებს უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად.