ტრამპის ყოფილი მრჩეველი: თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე იქნება ფოკუსირებული და არა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების უზრუნველყოფაზე
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა, ბრაიამ ლანზამ „ბიბისითან“ საუბრისას თქვა, რომ თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია ყურადღებას გაამახვილებს უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე არა ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების უზრუნველყოფაზე.
როგორ ლანზამ აღნიშნა, ახალი ადმინისტრაცია უკრაინის პრეზიდენტს „მშვიდობის რეალისტური ხედვის“ ვერსიას სთხოვს.
„თუ ზელენსკი იტყვის, რომ მშვიდობა იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ყირიმი დაბრუნდება, ჩვენ გვაქვს ახალი ამბავი მისთვის - ყირიმი აღარ არის. თუ თქვენი პრიორიტეტია ყირიმის დაბრუნება და ის, რომ ამერიკელმა სამხედროებმა იბრძოლონ ყირიმის დასაბრუნებლად, მაშინ თქვენს თავს თავად მიხედეთ“, - აცხადებს ტრამპის მრჩეველი.
ლანზას განცხადების შემდეგ, კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპის გარდამავალმა ოფისმა. არჩეული პრეზიდენტის გუნდში განაცხადეს, რომ ლანზა ტრამპის სახელით არ საუბრობდა.