ტრამპის განცხადებით, შეიქმნა მშვიდობის საბჭო, რომელსაც ომის შემდგომ ღაზას სექტორის მართვის ზედამხედველობა დაევალა და რომ მისი წევრების ვინაობა მალე გახდება ცნობილი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეიქმნა მშვიდობის საბჭო, რომელსაც ომის შემდგომ ღაზას სექტორის მართვის ზედამხედველობა დაევალა.
„ჩემთვის დიდი პატივია, გაცნობოთ, რომ მშვიდობის საბჭო ჩამოყალიბდა. საბჭოს წევრების ვინაობა მალე გამოცხადდება, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ყველაზე დიდი და პრესტიჟული საბჭო, რომელიც კი ოდესმე შეკრებილა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ში.
The Times of Israel-ის ცნობით, აშშ მშვიდობის საბჭოს პირველი შეხვედრის ჩატარებას მომავალ კვირას დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გეგმავს.
გასულ თვეს The Times of Israel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა თანამოსაუბრეებს აცნობა, რომ მან ეგვიპტისგან, კატარისგან, არაბთა გაერთიანებული საამიროებისგან, გაერთიანებული სამეფოსგან, იტალიისა და გერმანიისგან მიიღო ვალდებულება, რომ მათი ლიდერები „მშვიდობის საბჭოში“ ტრამპს შეუერთდებიან.