Loading data...
ტრამპის განცხადებით, მის მიერ დაწესებული ტარიფები აშშ-ს „ძალიან მდიდარს“ გახდის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის განმავლობაში მიღწეულია „ბევრი შესანიშნავი რამ“, მათ შორის ტარიფების დაწესება. 

ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის მიერ დაწესებული ტარიფები შეერთებულ შტატებს „ძალიან მდიდარს“ გახდის.

„ჩვენ შევძლებთ ვალის დაფარვას და მნიშვნელოვნად შევამცირებთ თქვენს გადასახადებს, რადგან უზარმაზარი თანხა შემოდის“, - თქვა ტრამპმა.

მან, ასევე, განაცხადა, რომ გადასახადების შემცირების ახალი პაკეტი მზადდება, რომელსაც მან „დიდი, შესანიშნავი გარიგება“ უწოდა.