1747169461
უცხოეთი
ტრამპის განცხადებით, მარკო რუბიო უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად თურქეთში გაემგზავრება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო თურქეთში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად.
„მოლაპარაკებებმა შესაძლოა გარკვეული კარგი შედეგი გამოიღოს“, - აცხადებს ტრამპი.
ინფორმაციისთვის, კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთის დელეგაცია სტამბოლში უკრაინის წარმომადგენლებს დაელოდება.
„ჩვენი დელეგაცია იქნება იქ და უკრაინულ მხარეს დაელოდება”, - განაცხადა კრემლის ლიდერის პრესმდივანმა.