1747159441
უცხოეთი
პესკოვის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია სტამბოლში იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება

„რუსეთის დელეგაცია სტამბოლში უკრაინის წარმომადგენლებს დაელოდება“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინს განუცხადა.
„ჩვენი დელეგაცია იქნება იქ და უკრაინულ მხარეს დაელოდება”, - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობის გამხელაზე უარი თქვა. ამასთან, მას არც შესაძლო შეხვედრის დრო დაუკონკრეტებია.
„არ შემიძლია, როდესაც პრეზიდენტის ბრძანება იქნება, მაშინ გავაკეთებთ ამას,” - დასძინა პესკოვმა.