Loading data...
ტრამპის განცხადებით, კანადასთან სავაჭრო მოლაპარაკებებს არ განაახლებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ  „ანტიტარიფული“ სატელევიზიო რეკლამის გამო ბოდიში მოუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები არ განახლდება. აღნიშნული განცხადება ტრამპმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ Air Force One-ის ბორტზე გააკეთა. 

ჟურნალისტების კითხვაზე განახლდება თუ არა მოლაპარაკებები თეთრ სახლსა და მარკ კარნის ადმინისტრაციას შორის, ტრამპმა უპასუხა, რომ არა.

„არა, მაგრამ ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ძალიან მიყვარს, მაგრამ, იცით, რაც გააკეთეს, არასწორი იყო. ის ძალიან თავაზიანი იყო. მან ბოდიში მოიხადა იმისთვის, რაც რეკლამასთან დაკავშირებით გააკეთეს“, - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.