ტრამპის ადმინისტრაცია მთავრობის საქმიანობის შეჩერების გამო სახელმწიფო მოხელეებს სამსახურიდან ათავისუფლებს

აშშ-ის თეთრი სახლი შათდაუნის გამო ფედერალური უწყებების მოხელეებს სამსახურებიდან ათავისუფლებს. ეს იმის გამო ხდება, რომ კონგრესმა დაფინანსების საკითხებში შეთანხმებას ვერ მიაღწია. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.
„გათავისუფლებები დაწყებულია“, - დაწერა X-ში თეთრი სახლის საბიუჯეტო სამმართველოს დირექტორმა რას ვოუტმა. სამმართველოში აცხადებენ, რომ სამსახურიდან გათავისუფლება საკმაოდ ბევრ ადამიანს შეეხება.
თეთრი სახლის ადმინისტრაციის ცნობით, შემცირებები სხვადასხვა უწყებას, მაგ. შინაგან საქმეთა, ეროვნული უსაფრთხოების, ფინანსთა, განათლების, ენერგეტიკის, ბინათმშენებლობისა და საქალაქო განვითარების, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროებს, ასევე გარემოს დაცვის სააგენტოს შეეხება.
აშშ-ის მთავრობაში შათდაუნი 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. კონგრესმა ბიუჯეტის პროექტი ვერ დაამტკიცა „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო. უთანხმოება, პირველ რიგში, ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებას შეეხო.