1757876372
უცხოეთი
ტრამპის ადმინისტრაცია კონგრესისგან უსაფრთხოების დაცვის გასაძლიერებლად დამატებით თანხას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესისგან 58 მილიონი დოლარი გამოითხოვა. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, თანხა აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს.
საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც იუტას შტატში ცნობილი კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი მოკლეს.