1769800536
უცხოეთი
ტრამპი: ზელენსკისა და პუტინს ეზიზღებათ ერთმანეთი, თუმცა ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი გვაქვს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკისა და პუტინს ეზიზღებათ ერთმანეთი და ეს ძალიან ართულებს საქმეს, თუმცა ის წარმატებული მოლაპარაკებების შანსს ხედავს.
ტრამპს ჰკითხეს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში წარმატების შანსების შესახებ, რაზეც ამერიკის ლიდერმა უპასუხა, რომ წარმატების შანსი არსებობს.
„მე რვა ომი დავასრულე, მაგრამ ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი სძულთ და ეს ართულებს საქმეს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენ შეთანხმებას ვუახლოვდებით“, - აღნიშნა ტრამპმა.
მან გაიმეორა თავისი განცხადებები ომში დაღუპულთა მაღალი რაოდენობისა და მკვლელობების დასრულების სურვილის შესახებ.
„ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი გვაქვს“, - დასძინა ამერიკის ლიდერმა.