Loading data...
ტრამპი: ზელენსკი და პუტინი თუ არ შეხვდებიან, ამას დიდი შედეგები მოჰყვება, შეიძლება, საშინელი შედეგები მოჰყვეს

ზელენსკი და პუტინი თუ არ შეხვდებიან, ამას დიდი შედეგები მოჰყვება, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება, შეიძლება, საშინელი შედეგები მოჰყვეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა შედეგები, თუ პუტინი და ზელენსკი არ შეხვდებიან.

„შესაძლოა, ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს. თუმცა, ვნახოთ, რა მოხდება. შედეგები შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს, რადგან ეს (ომი უკრაინაში) ისეთი რამაა, რაც უნდა დასრულდეს“, -  აცხადებს ტრამპი.

ამავდროულად, ამერიკის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს.