Loading data...
ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინაში ომის დასრულებასთან იმაზე ახლოს ვართ, ვიდრე ხალხს ჰგონია - პუტინთან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება უფრო ახლოს არის მიზანთან, ვიდრე ხალხი ფიქრობს.

„ვფიქრობ, უკრაინაში ომის დასრულებასთან იმაზე ახლოს ვართ, ვიდრე ხალხს ჰგონია. პუტინს სურს, რომ ეს დასრულდეს. ამას ძალიან დაჟინებით გეტყვით. ჩვენ კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა. ზელენსკის რეალურად სურს, რომ ეს ახლა დასრულდეს. ჩვენ ნატოს სამიტზე მივდივართ და ამ საკითხზე ვისაუბრებთ. ვფიქრობ, ჩვენ ამ ომს დავასრულებთ“, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.