ტრამპი: ვიქტორ ორბანს ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევისას - ის გავლენიანი ლიდერია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი „ჭეშმარიტად ძლიერი და გავლენიანი ლიდერია, რომელსაც შთამბეჭდავი შედეგების მიღწევის დადასტურებული გამოცდილება აქვს“.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, ორბანი დაუღალავად იბრძვის თავისი დიადი ქვეყნისა და ხალხისთვის.
„ის დაუღალავად იბრძვის თავისი დიადი ქვეყნისა და ხალხისთვის და უყვარს ისინი ზუსტად ისე, როგორც მე - ამერიკის შეერთებული შტატები. ვიქტორი ბევრს შრომობს უნგრეთის დასაცავად, ეკონომიკის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის ხელშესაწყობად, უკანონო იმიგრაციის შესაჩერებლად და კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად! ჩემი ადმინისტრაციის პირობებში, უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებმა თანამშრომლობისა და მიღწევების ახალ სიმაღლეებს მიაღწია, რაც დიდწილად პრემიერ-მინისტრ ორბანის დამსახურებაა.
მოველი მასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა ჩვენმა ორივე ქვეყანამ კიდევ უფრო წინ წაიწიოს წარმატებისა და თანამშრომლობის ამ უზარმაზარ გზაზე. ვამაყობდი, რომ მხარი დავუჭირე ვიქტორს 2022 წლის არჩევნებში და პატივია, რომ ამას კვლავ ვაკეთებ. ვიქტორ ორბანი ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია. მას აქვს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევისას“, - აცხადებს თეთრი სახლის ლიდერი.