1795208193
უცხოეთი
ტრამპი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე: ჯერ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ
აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, არ დაუკონკრეტებია თუ რა უსაფრთხოების გარანტიების მიცემისთვის არის მზად ვაშინგტონი უკრაინისთვის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ პირველ რიგში რომ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ. ამის შესახებ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტრამპს ჰკითხეს, თუ რა უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებას აპირებენ ამერიკელები უკრაინისთვის.
საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ „არ იცის“ და ახლა ამ თემაზე საუბარი „არ სურს“.
„არ მინდა უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი, რადგან ჯერ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. როდესაც შეთანხმება გვექნება, ამ პროცესში ჩავერთვებით“, - განაცხადა თეთღი სახლის ლიდერმა.