ტრამპი უკრაინაში ომზე: მეგონა, რომ მისი მოგვარება ადვილი იქნებოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოგვარება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება. ამის შესახებ მან კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან შეხვედრაზე განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან „შვიდი შესანიშნავი შეთანხმება“ დადო და ასევე ღაზას სექტორისთვის სამშვიდობო გეგმა წარადგინა.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე საუბრისას ტრამპმა გაიმეორა თავისი წინა განცხადებები სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის შესახებ და სიტუაციას „სიგიჟე“ უწოდა.
„მეგონა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი პრობლემა იქნებოდა და პუტინთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს... მისით ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან მეგონა, რომ ამის [ომის] მოგვარება ადვილი იქნებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს შესაძლოა, უფრო რთული იყოს, ვიდრე ახლო აღმოსავლეთში“, - აღნიშნა მან.