ტრამპი უარყოფს მოსაზრებას, რომ ისრაელმა აშშ ომში ჩაითრია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო მოსაზრება, რომ ირანზე ისრაელის თავდასხმის გეგმებმა იგი აიძულა, თეირანის წინააღმდეგ დარტყმები განეხორციელებინა და განაცხადა, რომ შესაძლოა, პირიქით მოხდა და მან აიძულა ისრაელი.
„ისინი თავდასხმას აპირებდნენ, თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებდით, ისინი პირველები დაგვესხმებოდნენ თავს. ამაში მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული“, - განაცხადა მან ირანზე საუბრისას.
„შესაძლოა, ისრაელ ვაიძულე, მაგრამ ისრაელი მზად იყო და ჩვენც მზად ვიყავით და ძალიან, ძალიან ძლიერი გავლენა მოვახდინეთ, რადგან პრაქტიკულად ყველაფერი, რაც მათ ჰქონდათ, განადგურებულია. ახლა მათი რაკეტების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება“, - განაცხადა მან ოვალურ კაბინეტში.
ერთი დღით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ირანზე დარტყმების დაწყება გადაწყვიტა, რადგან აშშ-ს სჯეროდა, რომ ისრაელი ცალმხრივი ქმედებებისთვის მზად იყო.