ტრამპი: თუ თავად მოისურვებს, პუტინს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს G20-ის სამიტში
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არ იცის, მიიღებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მონაწილეობას G20-ის სამიტში, რომელიც 14–15 დეკემბერს გაიმართება.
„თუ მას მოსვლა სურს, რა თქმა უნდა, შეუძლია მოვიდეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ზოგიერთ ადამიანს პუტინის ყოფნა არ მოეწონებოდა და ტრამპის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავად რუსეთის ლიდერსაც გაუჩნდეს სურვილი, რომ სამიტში მონაწილეობა მიიღოს.
„ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, სიამოვნებით ვნახავდი მას“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
19 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ G20-ის სამიტზე აშშ-ში მისი ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
„დავფიქრდები. ვნახოთ. ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია, თუმცა მადლობა ამერიკულ მხარეს მოწვევისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის დელეგაცია იქ მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.