1783370330
უცხოეთი
ტრამპი - თუ ირანთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანთან ან შეთანხმებას მიაღწევს ან საქმეს ბოლომდე მიიყვანს.
„თუ ირანთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. საქმის ბოლომდე მიყვანა რთული არ იქნება. მირჩევნია, შეთანხმება დავდო, რადგან არ მინდა 91 მილიონ ადამიანზე გავლენა მოვახდინო.
ჩვენ შეგვიძლია ერთ საათში მათი ხიდები დავანგრიოთ, შეგვიძლია მათი ენერგომომარაგების სისტემა გავანადგუროთ, ახლა მათ ფული აღარ აქვთ. ჩვენ მათთვის ფული არ მიგვიცია“, - განაცხადა ტრამპმა.