1777279656
უცხოეთი
ტრამპი თავდასხმაში ეჭვმიტანილ კაცზე - მას ქრისტიანები სძულს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თეთრი სახლის კორესპოდენტთა ასოციაციის მიღებაზე მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილს „ქრისტიანები სძულს“. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
„როდესაც მის მანიფესტს კითხულობ, ხედავ, რომ მას ქრისტიანები სძულს“, - თქვა ტრამპმა და ეჭვმიტანილს „ავადმყოფი“ უწოდა, რომელსაც „გულში დიდი სიძულვილი აქვს“.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილის ძმამ ნიუ ლონდონის პოლიციას წინასწარ აცნობა მისი განზრახვის შესახებ, მაგრამ ეს ინფორმაცია საიდუმლო სამსახურამდე დროულად არ მისულა.
ცნობისთვის, სროლაში ეჭვმიტანილი პირი 31 წლის კოულ ტომას ალენია.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე მან ოჯახს ელექტრონული ფოსტით მანიფესტი გაუგზავნა, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის წევრები სამიზნეებად დაასახელა.