ტრამპი: ტაილანდი და კამბოჯა ცეცხლის სწრაფ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

კამბოჯა და ტაილანდი შეთანხმდნენ, რომ სწრაფად მიაღწიონ შეთანხმებას ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა.
ტრამპის თქმით, მან კამბოჯის პრემიერ-მინისტრ ჰუნ მანეტს დაურეკა და მას ტაილანდის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ფუმტამ ვეჩაიაჩაისთან მოლაპარაკებების შედეგები აცნობა.
„ორივე მხარეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და მშვიდობა სურს. ისინი ასევე ცდილობენ შეერთებულ შტატებთან „სავაჭრო მაგიდასთან“ დაბრუნებას, რაც, ჩვენი აზრით, შეუფერებელია, ვიდრე საბრძოლო მოქმედებები არ შეწყდება. ისინი შეთანხმდნენ, რომ დაუყოვნებლივ შეხვდებიან ერთმანეთს და სწრაფად შეთანხმდებიან ცეცხლის შეწყვეტისა და, საბოლოო ჯამში, მშვიდობის შესახებ! დიდი პატივი იყო ორივე ქვეყანასთან ურთიერთობა. მათ გრძელი და მდიდარი ისტორია და კულტურა აქვთ. იმედია, ისინი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ითანამშრომლებენ. როდესაც ყველაფერი დასრულდება და მშვიდობა დამყარდება, მოუთმენლად ველი ორივე ქვეყანასთან ჩვენი სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებას!“, - დაწერა ტრამპმა.