Loading data...
ტრამპი: სროლის დროს არ ვნერვიულობდი, მინდოდა, მენახა, რა ხდებოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიღებაზე მომხდარი სროლის შესახებ CBS News-თან ისაუბრა.

დონალდ ტრამპის თქმით, თავდამსხმელი „ავადმყოფი“ და „რადიკალიზებული“ ადამიანი იყო.

„მისი ოჯახი ძალიან შეშფოთებული იყო. ის ალბათ საკმაოდ ავადმყოფი ადამიანი იყო“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

როგორც დონალდ ტრამპმა განმარტა, სროლის დროს ის დაცვას ოდნავ „ხელს უშლიდა“, რადგან სიტუაციის დანახვა უნდოდა.

„არ ვნერვიულობდი. ჩვენ გიჟურ სამყაროში ვცხოვრობთ. მინდოდა, მენახა, რა ხდებოდა. მე ვიყავი შესანიშნავი ადამიანებით გარშემორტყმული. ალბათ, გარკვეულწილად შევაყოვნე ისინი. ვეუბნებოდი - მოიცადეთ, მოიცადეთ. ნახვა მინდოდა, რა ხდებოდა“, - აღნიშნა ამერიკის ლიდერმა. 

აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ღონისძიება უახლოეს 30 დღეში უნდა განახლდეს.

„შეშლილ ადამიანს არ შეუძლია, ამის გაუქმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - დასძინა ტრამპმა.