Loading data...
ტრამპი სირიის ლიდერთან 14 მაისს არაფორმალურ შეხვედრას გამართავს - CNN

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 14 მაისს არაფორმალურად შეხვდება სირიის ლიდერ აჰმედ ალ შარაას, - ამის შესახებ CNN-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა კონფიდენციალურად განუცხადა. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, შეხვედრა ერ-რიადში შედგება. 

აღსანიშნავია, რომ ეს ტრამპისა და სირიის ლიდერის პირველი შეხვედრა იქნება. 

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის დაიწყებს სირიასთან ურთიერთობების ნორმალიზებას და გააუქმებს მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რათა ქვეყანას მისცეს მშვიდობის შანსი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ.